2005 წლიდან დღემდე “სსმგფ” მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ  სხვადასხვა პროექტებში, რომელთა ფარგლებში ჩატარებულია 3 184 კონსულტაცია სხვადასხვა თემებზე (მცირე ბიზნესის იურიდიული გარემო, საკუთარი ბიზნესის შეფასება, ფინანსური რესურსების მოპოვება, ბიზნესში კომპიუტერის გამოყენება, მარკეტინგი და ეკონომიკა, პრაქტიკული ბუღალტერია, საგადასახადო და სამოქალაქო კოდექსი, თანამედროვე აგროტექნოლოგიები, ბიზნეს გეგმებისა და საგრანტო აპლიკაციების შედგენა და სხვა). კონსულტაციის მიმღებთა 42 % იყვნენ ქალები, 10 % კი იძულებით გადაადგილებული პირები. ასევე ფონდ ჩატარებული აქვს 580 ტრეინინგ სემინარი 7 025 დამსწრესათვის სხვადასხვა თემებზე (მცირე ბიზნესის იურიდიული გარემო, აგრობიზნესი და თანამედროვე აგროტექნოლოგიები, მარკეტინგი და ეკონომიკა, ბუღალტერიის საფუძვლები და პრაქტიკული ბუღალტერია, კომპიუტერული ბუღალტერია “ORIS accounting”, საკუთარი ბიზნესის ფინანსური ანალიზი) სემინარის მონაწილეთა 30 % იყვნენ ქალები, 12 % იძულებით გადაადგილებული პირები.  ფონდის დახმარებით მომზადდა 325 მცირე და საშუალო ბიზნეს გეგმა, საიდანაც 219 წარდგენილი იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ბანკებში, 35 "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოში"–ს – ADA პროექტში. 16 ბიზნეს გეგმა მომზადდა წეროვანის დასახლების იძულებით გადაადგილებულ პირთათვის SME პროექტის საგრანტო კონკურსში წარსადგენად. 
95 მა მოქალაქემ გაიარა პროფესიული გადამზადება.

საბეჭდი ვერსია