საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს.
ფონდის მართვის სისტემა დაფუძნებულია კორპორაციულ მმართველობის პრინციპებზე. რაც მიიღწევა სამეთვალყურეო საბჭოს დანიშვნით დამფუძნებლების მიერ, რომელშიც შედიან წარმომადგენლები საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ბიზნეს სტრუქტურებიდან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შერჩევის კრიტერიუმია: დაინტერესება მათი მხრიდან შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი სსმგფ-ის მდგრად განვითარებაში.
 სამეთვალყურეო საბჭოს ერთ ერთი ძირითადი მოვალეობაა განახორციელოს კონტროლი ფონდის გამგეობის საქმიანობაზე.
ფონდის ოპერატიული საქმიანობის მართვას ახორციელებს გამგეობა.
ფონდის სათაო ოფისი განთავსებულია ქ. თბილისში.    
სსმგ ფონდთან არსებული ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი „გორი კონსალტინგი“ ფუნქციონირებს ქალაქ გორში მშვიდობის გამზ #1ა.
ფონდის ადამიანური რესურსებია: მენეჯმენტი 3 ადამიანი, 5 მუდმივმოქმედი კონსულტანტი და 9 მოწვეული კონსულტანტი.

საბეჭდი ვერსია