სსმგფ საკონსულტაციო საქმიანობას ეწევა 2004 წლიდან. 2005 წლიდან არის  Business Advisory Service-ს  (BAS) პროგრამის სერტიფიცირებულ კონსულტანტთა ჩამონათვალში.

2005 გაზაფხულზე სსმგფ-მ შემოიტანა იტალიური წარმოების, ღვინის გადამამუშავებელი მინი ქარხნები, რომელიც გადაეცათ კახეთის რეგიონის ფერმერებს  2 წლიანი უპროცენტო სესხის საფასურად. განხორციელებული პროექტი იყო ძალიან წარმატებული და ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი ქართველი გლეხისათვის, რათა ისინი დაახლოვებოდნენ ყურძნის გადამუშავების ევროპულ სტანდარტებს.

2005 წლის ბოლოს EBRD - სა და შპს “ალაფის” დაფინანსებით სსმგფ-მ განახორციელა პროექტი - ტექნოლოგიური რუკების შემუშავება მაღალი ხარისხის თესლის საწარმოებლად. პროექტის ფარგლებში შემუშავებული იქნა შესაბამისი ტექნოლოგიური რუქები და სემინარები ჩაუტარდათ ქართველ ფერმერებს ხორბლის თესლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე.


09.2006წ - 08.2009წ პერიოდში სსმგფ-მ ოთხჯერ გაიმარჯვა USAID ის მიერ დაფინანსებულ, მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის (SME Project) საგრანტო კონკურსებში. ამ პროექტის მიზანი იყო შიდა ქართლში ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციის ჩამოყალიბება (BSO) – ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად და იძულებით გადაადგილებულ პირთა ( IDP) დასახმარებლად.

   პროექტის დახმარებით 2006 წელს დაარსდა ბიზნეს საკონსულტაციო ქსელი საქართველო (BCNG) და სსმგფ გახდა ამ ქსელის ერთ ერთი წამყვანი წევრი შიდა ქართლის რეგიონში "გორი კონსალტინგ" -ის სახელით.

2007 - 2009 წლებში სსმგფ თანამშრომლობს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE)  ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილიზაციის პროექტთან, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სემინარები ქართულ ოსური კონფლიქტის ზონის ფერმერებისათვის. როგორც ქართული ისე ოსური მხარის მიერ კონტროლირებად სოფლებში.

2009 - 2010 წლებში სსმგფ თანამშრომლობს ევროკავშირის მიერ დაფნანსებულ საქართველოს საფინანსო სისტემის გაუმჯობესების პროექტთან (IFSG Project), რომელსაც ახორციელებდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროექტი (UNDP), რომლის ფარგლებშიც 507 ადამიანს (116 ქალი, 10 იძულებით გადაადგილებული პირი) ჩაუტარდა საინფორმაციო სესია, 647 ადამიანი დაესწრო სსმგფ-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგებს და 233 ადამიანს გაეწია კონსულტაცია მათთვის საინტერესო თემებზე. სულ სსმგფ-ს მომსახურებით ისარგებლა 1265-მა ბენეფიციარმა (293 ქალი, 65 იძულებით გადაადგილებული პირი) და დაფინანსება მიიღო 67–მა ადამიანმა.

2009 - 2010 წლებში “საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი”  თანამშრომლობს ქ.გორის უნივერსიტეტთან, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის “შიდა ქართლის რეგიონში პროფესიული განათლებისა და გადამზადების შესაძლებლობათა შექმნა” ფარგლებში. სსმგფ უზრუნველყოფდა სტუდენტთა/მსმენელთა ბიზნეს უნარების განვითარებას და სამეწარმეო საქმიანობისათვის მომზადებას. მათთვის ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურების განხორციელებას და ტექნიკურ მხარდაჭერას. ამ პროექტის ფარგლებში ტრენინგები გაიარა 60–მა ადამიანმა, ინდივიდუალური კონსულტაცია მიიღო 40–მა მათგანმა. 8 სტუდენტმა/მსმენელმა, ჩვენი დახმარების შედეგად, აიღო შეღავათიანი სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან.

2010 წლის დეკემბრიდან  სსმგფ თანამშრომლობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) – მათ მიერ შერჩეულ მოქალაქეთა პროფესიული გადამზადების კუთხით . დღეისათვის უკვე  გადამზადდა 35 მოქალაქე, რომელთა უმრავლესობაც დასაქმდა შიდა ქართლში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციებში. პროექტი იმუშავებს 2011 წლის ბოლომდე.

საბეჭდი ვერსია