ფონდის მისიაა:   
საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. უპირატესად სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის პრაქტიკული და თეორიული დახმარების აღმოჩენის გზით.
ფონდის  მიზანია საკუთარი საქმიანობა გაავრცელოს საქართველოს ყველა სასოფლო სამეურნეო რეგიონში. გახდეს საქართველოში ერთ ერთი წამყვანი ბიზნეს-საკონსულტაციო დაწესებულება, რომელიც მოემსახურება სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე, მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებულ პიროვნებებსა და ორგანიზაციებს. ფონდის ამოცანაა გაწეული ტექნიკური დახმარების შედეგად, ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, უზრუნველყოს ფერმერთა და მცირე მეწარმეთა ინფორმირება ტექნოლოგიურ სიახლეებთან დაკავშირებით.

საბეჭდი ვერსია